სიონის საპატრიარქო ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 23 Mar 2026, 08:31

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, პატივის მისაგებად მოქალაქეები დილიდან მიდიან. ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია. სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი მოქალაქეებმა მოილოცონ კათოლიკოს-პატრიარქის განსასვენებელი. დღეს მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს და პატივი მიაგოს მის საფლავს. თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები. ტაძარი, დაახლოებით, 20:00 საათამდე ღია […] The post სიონის საპატრიარქო ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია appeared first on ODISHINEWS.

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, პატივის მისაგებად მოქალაქეები დილიდან მიდიან.

ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია. სწორედ ამ პერიოდშია შესაძლებელი მოქალაქეებმა მოილოცონ კათოლიკოს-პატრიარქის განსასვენებელი.

დღეს მორწმუნე საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ სურვილის შემთხვევაში, მობრძანდეს და პატივი მიაგოს მის საფლავს. თუმცა იქნება გარკვეული შეზღუდვები. ტაძარი, დაახლოებით, 20:00 საათამდე ღია იქნება და მორწმუნე საზოგადოებას საშუალება ექნება, რომ პატივი მიაგოს მისი უწმინდესობის საფლავს.

მოქალაქეები გუშინაც იყვნენ, მას შემდეგ, რაც დაიკრძალა. ყველასი არა, მაგრამ გარკვეული ნაკადის შესვლა შესაძლებელი გახდა. უშუალოდ საფლავთან მიახლება ვერ მოხდება, იმის გამო, რომ საფლავი ჯერ მოსაწესრიგებელია, თუმცა მორწმუნე საზოგადოებას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ მიუახლოვდეს საფლავს და პატივისცემა გამოხატოს უწმინდესის საფლავის მიმართ.

სიონის საკათედრო ტაძრის მიმართ მის უწმინდესობას ჰქონდა განსაკუთრებული დამოკიდებულება იქიდან გამომდინარე, რომ მისი მოღვაწეობის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ მას უკავშირდება“,- განაცხადა სიონის საპატრიარქო ტაძრის ღვთისმსახურმა, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა, გიორგი ვაშალომიძემ.

ამასთან, როგორც მღვდელმა საბა გაზდელიანმა ჟურნალისტებს სიონის საპატრიარქო ტაძარში განუცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 40 დღის განმავლობაში სიონის საპატრიარქო ტაძარში სასულიერო პირები პანაშვიდს გადაუხდიან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს გარდაიცვალა. ილია II, 22 მარტს, სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს.

The post სიონის საპატრიარქო ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური