სკუტერი ქვეითს დაეჯახა- მძღოლი ადგილიდან მიიმალა — Cnoba

MegaTV სიახლე 23 Mar 2026, 07:20

თელავში სკუტერი ქვეითს დაეჯახა. შეჯახება რეფერალური ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სკუტერი ქვეითად მოსიარულე ქალს ზურგის მხრიდან შეეჯახა. შემთხვევის შემდეგ, მძღოლი მიიმალა. დაშავებული კი ზედა კიდურის მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში, დაზარალებულმა ქალმა სოციალური ქსელით შემთხვევის ადგილიდან მიმალულ მძღოლს შესაბამის უწყებაში გამოცხადებისკენ მოუწოდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო. წყარო: პრაიმტაიმი

თელავში სკუტერი ქვეითს დაეჯახა. შეჯახება რეფერალური ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სკუტერი ქვეითად მოსიარულე ქალს ზურგის მხრიდან შეეჯახა.
შემთხვევის შემდეგ, მძღოლი მიიმალა. დაშავებული კი ზედა კიდურის მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში, დაზარალებულმა ქალმა სოციალური ქსელით შემთხვევის ადგილიდან მიმალულ მძღოლს შესაბამის უწყებაში გამოცხადებისკენ მოუწოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

წყარო: პრაიმტაიმი


რელევანტური