ნათესი ფართობები მცირდება – კლება ფიქსირდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო კულტურებში — Cnoba

Knews სიახლე 23 Mar 2026, 06:25

knews.ge ნათესი ფართობები მცირდება – კლება ფიქსირდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო კულტურებში საქართველოში ნათესი ფართობები მცირდება – ამის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებიდან. კერძოდ, 2025 წელს ნათესი ფართობი 188.4 The post ნათესი ფართობები მცირდება – კლება ფიქსირდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო კულტურებში appeared first on knews.ge.

knews.ge
ნათესი ფართობები მცირდება – კლება ფიქსირდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო კულტურებში

საქართველოში ნათესი ფართობები მცირდება – ამის შესახებ ირკვევა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებიდან.

კერძოდ, 2025 წელს ნათესი ფართობი 188.4 ათასი ჰექტარი იყო, რაც 2024 წელთან შედარებით 1.6%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 7.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

უფრო კონკრეტულად, 2024 წელს ქვეყანაში ნათესი ფართობები 191.4 ათას ჰექტარს შეადგენდა, 2023 წელს კი 203.8 ათას ჰექტარს უტოლდებოდა.

კლება ფიქსირდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო კულტურებში
2026 წლის წინასწარი მონაცემებით, მარცვლოვანი კულტურების (ხორბალი, ქერი) საშემოდგომო ნათესი ფართობები 56.5 ათას ჰექტარს შეადგენდა, რაც წლიურად 3.7%-ით შემცირებული მონაცემებია.

„საქსტატის“ მონაცემებით, ბოლო წლებში საშემოდგომო ნათესი ფართობები ასე გამოიყურებოდა:

2023 წელი – 66.7 ათასი ჰექტარი;
2024 წელი – 61.2 ათასი ჰექტარი;
2025 წელი – 58.7 ათასი ჰექტარი;
2026 წელი – 56.5 ათასი ჰექტარი.
საგაზაფხულო კულტურების შემთხვევაში, ჯერჯერობით ხელმისაწვდომია 2025 წლის წინასწარი მონაცემები. ამ მონაცემების მიხედვით, გასულ წელს წლიურად 0.46%-ით შემცირდა ნათესი ფართობები.

უფრო დეტალურად, 2025 წელს საგაზაფხულო ნათესები ფართობი 129.7 ათას ჰექტარს, ხოლო 2024 წელს 130.3 ათას ჰექტარს შეადგენდა. ამასთანავე, 2023 წელს საგაზაფხულო ნათესი ფართობები 137.1 ათას ჰექტარს უტოლდებოდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, შემცირებულია ხორბლის, ქერის, ჭვავის, შვრიის, სიმინდისა და პარკოსანი კულტურების ჯამური საგაზაფხულო ნათესებიც. კერძოდ:

2023 წელი – 93.4 ათასი ჰექტარი;
2024 წელი – 90.9 ათასი ჰექტარი;
2025 წელი – 90.1 ათასი ჰექტარი.
ამ ჯგუფში შემავალი საგაზაფხულო კულტურებიდან ხელმისაწვდომია ცალკეულად სიმინდის, კარტოფილისა და ბოსტნეულ-ბაღჩეულის ნათესი ფართობებიც. უფრო დეტალურად:

სიმინდი:

2023 წელი – 74.4 ათასი ჰექტარი;
2024 წელი – 70 ათასი ჰექტარი;
2025 წელი – 70.4 ათასი ჰექტარი.
კარტოფილი და ბოსტნეულ-ბაღჩეული:

2023 წელი – 27.8 ათასი ჰექტარი;
2024 წელი – 25.7 ათასი ჰექტარი;
2025 წელი – 27.3 ათასი ჰექტარი.

The post ნათესი ფართობები მცირდება – კლება ფიქსირდება როგორც საშემოდგომო, ასევე საგაზაფხულო კულტურებში appeared first on knews.ge.


რელევანტური