სკუტერის შეჯახების შედეგად ქალი დაშავდა – მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა თელავში მოხდა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარია რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, დღის მეორე ნახევარში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ელექტროსკუტერის მფლობელი ქვეითად მოსიარულეს ზურგის მხრიდან დაეჯახა.
დაშავებული ზედა კიდურის მოტეხილობითა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.
დაზარალებულის განცხადებით, ტრანსპორტს ნარინჯისფერი დეტალები ჰქონდა, რაც, მისივე თქმით, სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.
მომხდართან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება მიმართვა, რომ თუ ვინმე ფლობს ინფორმაციას, ფაქტისა და მძღოლის შესახებ, შესაბამის უწყებას შეატყობინოს.
The post სკუტერის შეჯახების შედეგად ქალი დაშავდა appeared first on გურია ნიუსი.