სააგენტო "პარალელი"
“მშვიდობით, მუდამ ახალგაზრდა და მოაზროვნე დიდო მოხუცო პატრიარქო…” – თაკო ჩარკვიანი
თაკო ჩარკვიანის ერთგვარი ემოციური გამოსათხოვარი სიტყვა უწმინდესის და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით:
“მიყვარხარ, ყოველთვის მიყვარდით, იმ შეუძლებელი საქმეების შეძლების გამო, რუსულად რომ წირვა აღევლინებოდა და ქართულად რომ დაამკვიდრეთ აფხაზეთში, (იმ უმძიმესი რეჟიმის – წლების დროს), წართმეული ავტოკეფალიის და მრევლის შექმნის გამო, ეკლესიების აშენება-გამრავლების გამო…
ეს მცირედი, რაც უცებ ვთქვი…
მადლობა რომ მე მგონია, რომ გუშინ დედა მიიბარეთ, რადგან დედამაც 17 მარტს დაგვტოვა, (მადლობა რომ მე ასე მჯერა და სიმშვიდეს მანიჭებს, რადგან ეს შეგრძნება თქვენგან წამოსული სითბოს დამსახურებაა, რომელსაც მუდამ ვგრძნობდი ჩვენი შეხვედრის დროს).
მშვიდობით, მუდამ ახალგაზრდა და მოაზროვნე დიდო მოხუცო პატრიარქო…
და თუ გამიმართლა მე მოკვდავს, მაშინ რიდით გეტყვით ჯანსუღის სიტყვებით: ასე დავემშვიდობე მამას, დედას და ძმას: “მშვიდობით არა , ნახვამდის“…….

“, – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
“მშვიდობით, მუდამ ახალგაზრდა და მოაზროვნე დიდო მოხუცო პატრიარქო…” – თაკო ჩარკვიანი
პარალელი