სამების ტაძარში მოქალაქეების შეშვება დაიწყო — Cnoba

Knews სიახლე 22 Mar 2026, 08:19

knews.ge სამების ტაძარში მოქალაქეების შეშვება დაიწყო სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა დასვენებული და წირვა მიმდინარეობს, მოქალაქეები ეტაპობრივად შედიან. აქამდე The post სამების ტაძარში მოქალაქეების შეშვება დაიწყო appeared first on knews.ge.

knews.ge
სამების ტაძარში მოქალაქეების შეშვება დაიწყო

სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა დასვენებული და წირვა მიმდინარეობს, მოქალაქეები ეტაპობრივად შედიან.

აქამდე ისინი სამების ეზოში იმყოფებოდნენ და ტაძარში მიმდინარე წირვას ეზოში დამონტაჟებული ეკრანებიდან ადევნებდნენ თვალს.

ცოტა ხნის წინ სამების საპატრიარქო ტაძრის ცენტრალური შესასვლელი გაიღო და მოქალაქეების ტაძარში შესვლა დაიწყო.

ცნობისთვის, დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში ამ სამგლოვიარო დღეებში, წირვის დროს მცირე კორიდორი იქნება დატოვებული სამების საკათედრო ტაძარში, სადაც უწყვეტად მრევლს კვლავ შეეძლება შემოსვლა და პატრიარქისთვის პატივის მიგება“.

მანამდე საპატრიარქომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სამოქალაქო პანაშვიდზე მრევლის ტაძარში შეშვება 22 მარტის 02:00 საათიდან შეწყდებოდა, რის შემდეგაც, სამების საკათედრო ტაძარში გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვებით იქნებოდა შესაძლებელი, თუმცა დღეს დილით, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან გააკეთა განცხადება, რომ „რადგან ბევრი ადამიანი ვერ მოხვდა სამებაში სამგლოვიარო დღეებში, წირვის დროს ისევ იქნება მცირე კორიდორი დატოვებული, სადაც მრევლს უწყვეტად კვლავ შეეძლება ტაძარში შესვლა“.

აღსანიშნავია, რომ მრევლის იმ ნაწილს, რომელიც ტაძარში შესვლას ვერ მოახერხებს, პატრიარქთან დამშვიდობება, ილია მეორის გამოსვენებისას, 15:00 საათიდან, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო მსვლელობისას შეეძლებოდა.

სამების საკათედრო ტაძარში შეზღუდული რაოდენობით დაიშვებოდნენ სასულიერო პირებიც.

The post სამების ტაძარში მოქალაქეების შეშვება დაიწყო appeared first on knews.ge.


რელევანტური