მსოფლიო პატრიარქი საქართველოშია.
ინფორმაციისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისთვის პატივის მისაგებად კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I საქართველოში ჩამოვიდა.
როგორც ცნობილია, აეროპორტიდან მსოფლიო პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართება, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ილია მეორედ დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
The post მსოფლიო პატრიარქი საქართველოშია appeared first on გურია ნიუსი.