ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის პრეზიდენტი ჩამოვიდა — Cnoba

News.ge სიახლე 22 Mar 2026, 07:33

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან, სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით, 15:00 საათზე გამოასვენებენ. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია […]

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის პრეზიდენტსა და მის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან, სიონის საპატრიარქო ტაძრისაკენ სამგლოვიარო ფეხით მსვლელობით, 15:00 საათზე გამოასვენებენ.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.


რელევანტური