თბილისში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
თბილისში, თუმანიანის ქუჩაზე ხანძარი იყო. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მას მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება და კლინიკაშია გადაყვანილი. ცეცხლი ორსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობდნენ. ცეცხლი ლიკვიდირებულია.
იხილე სრულად: mcm.ge ↗