სააგენტო "პარალელი"
22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო – თბილისის მერიის განცხადება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო.
ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:
ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.
დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:
პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს
22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო – თბილისის მერიის განცხადება
პარალელი