“მავანთ ეტყობა დიდ გმირობად მიაჩნიათ განაჩენ-არგუმენტების დახვავება მაინც და მაინც იმ დღეს და იმ წუთებში, როცა 1977 წელს დაწყებული ისტორია დასრულდა” – ლაშა ბუღაძე — Cnoba

პარალელი სიახლე 20 Mar 2026, 13:32

სააგენტო "პარალელი" “მავანთ ეტყობა დიდ გმირობად მიაჩნიათ განაჩენ-არგუმენტების დახვავება მაინც და მაინც იმ დღეს და იმ წუთებში, როცა 1977 წელს დაწყებული ისტორია დასრულდა” – ლაშა ბუღაძე ქართველი მწერლის, დრამატურგ ლაშა ბუღაძის კონკრეტული შეხსენებები და მინიშნებები: “ზოგიერთი, ვინც ინტელექტის გამო თუნდაც, მითოპოეტური კლიშეებით არ უნდა უცქერდეს ისტორიას, ან საერთოდაც ისტორიის საბჭოთა თხრობის იმპერატივით არ აცხადებდეს მყისიერ განაჩენს – გეგონება ისტორია მხოლოდ კარგის და ცუდის აღწერა იყოს ბრიყვული ზღაპარივით, სულ მცირე, უაღრესად არასერიოზულ და არაადეკვატურ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ისტორია ამბივალენტურია და ისტორიული ფიგურაც შესაბამისად, […] “მავანთ ეტყობა დიდ გმირობად მიაჩნიათ განაჩენ-არგუმენტების დახვავება მაინც და მაინც იმ დღეს და იმ წუთებში, როცა 1977 წელს დაწყებული ისტორია დასრულდა” – ლაშა ბუღაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“მავანთ ეტყობა დიდ გმირობად მიაჩნიათ განაჩენ-არგუმენტების დახვავება მაინც და მაინც იმ დღეს და იმ წუთებში, როცა 1977 წელს დაწყებული ისტორია დასრულდა” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერლის, დრამატურგ ლაშა ბუღაძის კონკრეტული შეხსენებები და მინიშნებები:

ზოგიერთი, ვინც ინტელექტის გამო თუნდაც, მითოპოეტური კლიშეებით არ უნდა უცქერდეს ისტორიას, ან საერთოდაც ისტორიის საბჭოთა თხრობის იმპერატივით არ აცხადებდეს მყისიერ განაჩენს – გეგონება ისტორია მხოლოდ კარგის და ცუდის აღწერა იყოს ბრიყვული ზღაპარივით, სულ მცირე, უაღრესად არასერიოზულ და არაადეკვატურ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

ისტორია ამბივალენტურია და ისტორიული ფიგურაც შესაბამისად, რომელიც ხშირად სწორედაც ეპოქის მრავალგვაროვანი, ბნელი, ნაცრისფერი, ლოგიკური თუ დადებითი ასპექტების გამომხატველიც ხდება. ზოგჯერ კი ინსპირატორიც და ანარეკლიც…

მავანთ ეტყობა დიდ გმირობად მიაჩნიათ განაჩენ-არგუმენტების დახვავება მაინც და მაინც იმ დღეს და იმ წუთებში, როცა 1977 წელს დაწყებული ისტორია დასრულდა.

ოდნავ ჩასუნთქვა ნამდვილად არ აწყენდა ასეთებს“, – წერს ლაშა ბუღაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მავანთ ეტყობა დიდ გმირობად მიაჩნიათ განაჩენ-არგუმენტების დახვავება მაინც და მაინც იმ დღეს და იმ წუთებში, როცა 1977 წელს დაწყებული ისტორია დასრულდა” – ლაშა ბუღაძე
პარალელი


რელევანტური