ირანში ანტისამთავრობო აქციები განახლდა — Cnoba

Alia სიახლე 22 Feb 2026, 07:55

ირანში მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტი განახლდა. თეირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი სემესტრის პირველ დღეს კამპუსების ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ და მხარს უჭერდნენ რეზა ფეჰლევის – 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს დამხობილი ბოლო შაჰის შვილს. ზოგიერთი მათგანი იანვარში დაკავებული თანაკურსელების გათავისუფლებას მოითხოვდა. მასობრივი საპროტესტო აქციები თეირანში დეკემბრის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად […] The post ირანში ანტისამთავრობო აქციები განახლდა appeared first on .

ირანში მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტი განახლდა. თეირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტები ახალი სემესტრის პირველ დღეს კამპუსების ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ და მხარს უჭერდნენ რეზა ფეჰლევის – 1979 წლის ისლამური რევოლუციის დროს დამხობილი ბოლო შაჰის შვილს. ზოგიერთი მათგანი იანვარში დაკავებული თანაკურსელების გათავისუფლებას მოითხოვდა.

მასობრივი საპროტესტო აქციები თეირანში დეკემბრის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად პროტესტი ეკონომიკური მოთხოვნებით დაიწყო, თუმცა სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურში და მთელი ქვეყანა მოიცვა.

სხვადასხვა მონაცემებით, ხელისუფლების მიერ აქციების დაშლისას 5-დან 30 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

The post ირანში ანტისამთავრობო აქციები განახლდა appeared first on .


რელევანტური