„წლებია, ვინც “ნაგლი” , უტიფარი, ფულზე გაყიდული, გაუნათლებელი და უსამშობლო იყო, ყველამ ეს პროფესია მოირგო“ – ლალი მოროშკინა — Cnoba

Alia სიახლე 21 Mar 2026, 12:21

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: „გლოვამ დაგვავიწყა პროფესიული დღის აღნიშვნა, არადა 21 მარტი ჟურნალისტიკის დღეა. სამწუხაროდ წლებია, ვინც “ნაგლი” , უტიფარი, ფულზე გაყიდული, გაუნათლებელი და უსამშობლო იყო, ყველამ ეს პროფესია მოირგო და ფარად აქცია. არა მეგობრებო, ჟურნალისტობა განათლება, თვითცენზურა, სამართლიანობა და ქვეყნის სიყვარულია! დღეს ზუსტად ჟურნალისტები ქმნიან ისტორიულ ქრონიკებს საქართველოს ყველაზე დიადი და სევდიანი დღეების. ჩვენ პატივი […] The post „წლებია, ვინც “ნაგლი” , უტიფარი, ფულზე გაყიდული, გაუნათლებელი და უსამშობლო იყო, ყველამ ეს პროფესია მოირგო“ – ლალი მოროშკინა appeared first on .

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა:

„გლოვამ დაგვავიწყა პროფესიული დღის აღნიშვნა,
არადა 21 მარტი ჟურნალისტიკის დღეა.
სამწუხაროდ
წლებია,
ვინც “ნაგლი” ,
უტიფარი,
ფულზე გაყიდული, გაუნათლებელი და უსამშობლო იყო,
ყველამ ეს პროფესია მოირგო და ფარად აქცია.
არა მეგობრებო, ჟურნალისტობა განათლება, თვითცენზურა, სამართლიანობა და ქვეყნის სიყვარულია!
დღეს ზუსტად ჟურნალისტები ქმნიან ისტორიულ ქრონიკებს საქართველოს ყველაზე დიადი და სევდიანი დღეების.
ჩვენ პატივი გვერგო ეპოქალური ამბავი აღგვებეჭდა!
“მე ისე არ წავალ,ერი არ გავამთლიანო”- ეს პატრიარქის სიტყვებია.
დიახ, 2026 წლის 17 მაისი ქვეყნის გამთლიანების თარიღად შევა საქართველოს ისტორიაში.
ახლა, როცა მესამე მსოფლიო ომი მძვინვარებს ჩვენს საზღვრებთან ახლოს, ამ ომის აქტორები ორივე მხრიდან გვისამძიმრებენ,
ისტორიული მტერი, მეგობრად ქცეული პატრიარქის სასახლეს ეხიდება, სრულიად მსოფლიომ დაუშვა დროშები…
დიახ! ჩვენი ისტორიული არჩევანი სიბრძნით და ჭკუით ფონს გასვლაა.
ესაა პატრიარქის დანატოვარი!
ის მოგვიწოდებდა მიტევებისკენ და მოყვასის უპირობო სიყვარულისკენ.
დღეს გაჩნდა შანსი, მივყვეთ მამის მოძღვრებას და არა მარტო გადავრჩეთ, არამედ გავმთლიანდეთ.
არაერთი სურათი მამის კისერზე, თბილად მოკალათებული შვილების,
მრავალკილომეტრიან რიგში, დარსა თუ ავდარში ქვეყნის სიმბოლოდ იქცა!
ვულოცავ ყველა ნამდვილ ჟურნალისტს!
ღმერთმა ქნას,მხოლოდ სიკეთეზე, გამარჯვებაზე და გამთლიანებაზე იღვრებოდეს ჩვენი კალამი“

The post „წლებია, ვინც “ნაგლი” , უტიფარი, ფულზე გაყიდული, გაუნათლებელი და უსამშობლო იყო, ყველამ ეს პროფესია მოირგო“ – ლალი მოროშკინა appeared first on .


რელევანტური