ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა — Cnoba

MegaTV სიახლე 22 Feb 2026, 07:28

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამმა კი ვერ მოასწრო. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების,სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.

 

უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.

 

ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამმა კი ვერ მოასწრო.

 

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების,სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.


რელევანტური