საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი სამების ტაძარში პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მიყვანა “ოცნებისა” და ივანიშვილის მხრიდან ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი იქნებოდა – “მაგრამ ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი”.
“პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ შეეშალა ხელი ჩემთვის პატრიარქთან გამომშვიდობებაში რაც მოვითხოვე, როგორც პატრიარქის სულიერმა შვილმა და ასევე პატრიარქის მონათლული ნიკუშას მამამ.
ჩემი მიყვანა მათი მხრიდან იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი.
საერთოდ, სიმართლე ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს, ორი ადამიანი აღიზიანებდა ყოველთვის ივანიშვილს ყველაზე მეტად, პატრიარქი, (რომელსაც შენობით მიმართავდა, ხელზე არასდროს მთხვევია და ყველანაირად უთხრიდა ძირს) და მე.
პატრიარქი ჯერ გაანეიტრალა და ახლა საბოლოოდ გათავისუფლდა მისგან და ახლა ჩემი მოშორებაღა დარჩა სრული ბედნიერებისთვის.
ვერ ეღირსება!”- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
The post პატრიარქის გაცილებაზე ჩემი მიყვანა იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის, ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი – სააკაშვილი appeared first on .