უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე აშშ-ში ჩავიდა — Cnoba

Alia სიახლე 21 Mar 2026, 07:39

უკრაინული დელეგაცია ომის დასრულების საკითხებზე ამერიკულ მხარესთან სამსჯელოდ მაიამიში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი, მისი მოადგილე, სერგეი კისლიცა და საპარლამენტო მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია. ამერიკული მხარე მოლაპარაკებებში წარმოდგენილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით, სტივ უიტკოფით და ბიზნესმენით, […] The post უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე აშშ-ში ჩავიდა appeared first on .

უკრაინული დელეგაცია ომის დასრულების საკითხებზე ამერიკულ მხარესთან სამსჯელოდ მაიამიში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი, მისი მოადგილე, სერგეი კისლიცა და საპარლამენტო მმართველი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია.

ამერიკული მხარე მოლაპარაკებებში წარმოდგენილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლით, სტივ უიტკოფით და ბიზნესმენით, დონალდ ტრამპის სიძით, ჯარედ კუშნერით.

როგორც უკრაინული მედია წერს, რუსული მხარე მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს.

The post უკრაინული დელეგაცია მოლაპარაკებებზე აშშ-ში ჩავიდა appeared first on .


რელევანტური