როგორ მოახერხა ილია მეორემ ათონის მთაზე, დიდ ლავრაში წირვა ქართულად ჩაეტარებინა – ამბები პატრიარქზე — Cnoba

News.ge სიახლე 21 Mar 2026, 07:23

დიპლომატი, ზვიად ჭუმბურიძე ისხსენებს, როგორ მოახერხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2004 წელს ათონის მთაზე წირვა ქართულად ჩაეტარებინა. დიპლომატი ამბობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ილია მეორე ათონის მთის მოსალოცად ჩავიდა, ის საბერძნეთში ელჩი იყო და ჰქონდა პატივი მოელოცა მასთან ერთად სიწმინდეები. ჭუმბურიძე იმ საღამოს იხსენებს, როდესაც პატრიარქი ათონის მთაზე, დიდი ლავრის იღუმენთან პროდრომისთან იმყოფებოდა და სთხოვა, უფლება […]

დიპლომატი, ზვიად ჭუმბურიძე ისხსენებს, როგორ მოახერხა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2004 წელს ათონის მთაზე წირვა ქართულად ჩაეტარებინა.

დიპლომატი ამბობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ილია მეორე ათონის მთის მოსალოცად ჩავიდა, ის საბერძნეთში ელჩი იყო და ჰქონდა პატივი მოელოცა მასთან ერთად სიწმინდეები.

ჭუმბურიძე იმ საღამოს იხსენებს, როდესაც პატრიარქი ათონის მთაზე, დიდი ლავრის იღუმენთან პროდრომისთან იმყოფებოდა და სთხოვა, უფლება მიეცა, წირვა ქართულად ჩაეტარებინა.

2004 წლის 21 მაისს პატრიარქი ათონის მთას ეწვია. ეს იყო დაუვიწყარი დღეები.  პირველი ჩასვლა იყო დიდ ლავრაში, რომელიც არის უპირველესი სამონასტრო კომპლექსი. იქ ერთი ღამე დავრჩით და არ შემიძლია არ გავიხსენო ერთი მომენტი, რომელიც პატრიარქის საოცარ დამოკიდებულებაზე, ადამიანებთან, მეტყველებს. რამდენიმე მეუფე ახლდა პატრიარქს და მე, როგორც ელჩი. დიდი ლავრის იღუმენმა პროდრომოსმა დაგვპატიჟა, როდესაც საუარი წარიმართა, პატრიარქმა თქვა, რომ ის ისურვებდა, ქართულად წირვა ჩაეტარებინა დიდ ლავრაში, თუმცა, მივიღეთ პასუხად უარი, კატეგორიული უარი. პატრიარქმა არ შეიმჩნია და უთხრა ერთი საოცარი ფრაზა – იფიქრეთ, ღამე გრძელია, იფიქრეთ და დილით მომახსენეთ თქვენი პასუხიო. გამთენიის 5 საატზე ბერებმა შეგვატყობინეს, რომ არქიმანდრიტმა ნება დართო, ქართულად წირვის ჩატარებაზე ჩვენს პატრიარქს. ეს იყო პირველი, ისტორიული, ქართულ ენაზე ჩატარებული წირვა ათონის მთაზე, დიდ ლავრაში, – იხსენებს ჭუმბურიძე “პირველ ხაზში“ სტუმრობისას.


რელევანტური