მომღერალი ნანი ბრეგვაძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს:
„როგორც ყველა ქართველს, მეც მთელი ცხოვრება განცდა მქონდა, რომ პატრიარქი ჩემი მფარველი ანგელოზი იყო. მუდმივად ვგრძნობდი მისი ლოცვის ძალას. ბევრი წელი ერთად მოვდივართ და ჩემი შემოქმედების ყველა ეტაპი მისგან დალოცვილი იყო.
17 მარტს, საღამოს, შიშმა შემიპყრო, დილით, მისი ძალა ისევ ვიგრძენი…
პატრიარქი წავიდა ამ ქვეყნიდან, დაღლილი, ვალმოხდილი და დაგვტოვა უფლის და მისი ლოცვის იმედით.
ღრმად დარწმუნებული ვარ, პატრიარქი გახდება წმინდანი და ზეციური საქართველოდან იქნება ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის მფარველი.“
The post „ღრმად დარწმუნებული ვარ, პატრიარქი გახდება წმინდანი“ – ნანი ბრეგვაძე appeared first on .