არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა, მიხეილ ყაველაშვილის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა. ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
“ღრმა მწუხარებითა და ტკივილით შევიტყვეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. თქვენს აღმატებულებას, მეგობარ ქართველ ხალხს და გარდაცვლილის ოჯახს ვუცხადებთ გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ამ უდიდესი დანაკარგის გამო.” – წერია საამიროების პრეზიდენტის წერილში.
მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო ბელარუსისა და უნგრეთის პრეზიდენტებმაც გამოუგზავნეს სამძმრის წერილები.
The post საამიროების პრეზიდენტმა ყაველაშვილს პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა appeared first on .