„თურმე ყველაფერი იცოდა ჩემზე, ობლობაში გაზრდილი რომ ვიყავი, მითხრა, ძალიან ლამაზი სახელი გქვია, მაგრამ ერთი მინუსი გვაქვს ირაკლებსო…“ – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს — Cnoba

elNews სიახლე 20 Mar 2026, 11:13

„ტიკტოკერი“, „ინფლუენსერი“ირაკლი ჟვანია, პატრიარქთან შეხვედრის იმ უცნობ ისტორიას იხსენებს, რომელიც მისივე თქმით, წლების წინ, მისი სტუდენტობისას მოხდა. კერძოდ, როგორ გარიცხეს ის სემინარიიდან მძიმედ დაავადებული ბებიის მოვლისა და გაცდენების გამო და როგორ აღადგინა ის უწმინდესმა პირადად. პოსტში ავტორი იხსენებს, რომ ბებიის მძიმე სენის გამო სწავლისთვის დრო აღარ რჩებოდა, მისი მდგომარეობა გათვალისწინებული არ იქნა, თუმცა როდესაც ამბავმა … „თურმე ყველაფერი იცოდა ჩემზე, ობლობაში გაზრდილი რომ ვიყავი, მითხრა, ძალიან ლამაზი სახელი გქვია, მაგრამ ერთი მინუსი გვაქვს ირაკლებსო…“ – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს Read More » The post „თურმე ყველაფერი იცოდა ჩემზე, ობლობაში გაზრდილი რომ ვიყავი, მითხრა, ძალიან ლამაზი სახელი გქვია, მაგრამ ერთი მინუსი გვაქვს ირაკლებსო…“ – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს appeared first on elNews.ge.

„ტიკტოკერი“, „ინფლუენსერი“ირაკლი ჟვანია, პატრიარქთან შეხვედრის იმ უცნობ ისტორიას იხსენებს, რომელიც მისივე თქმით, წლების წინ, მისი სტუდენტობისას მოხდა.

კერძოდ, როგორ გარიცხეს ის სემინარიიდან მძიმედ დაავადებული ბებიის მოვლისა და გაცდენების გამო და როგორ აღადგინა ის უწმინდესმა პირადად.

პოსტში ავტორი იხსენებს, რომ ბებიის მძიმე სენის გამო სწავლისთვის დრო აღარ რჩებოდა, მისი მდგომარეობა გათვალისწინებული არ იქნა, თუმცა როდესაც ამბავმა ილია II-მდე მიაღწია, მან სტუდენტი პირადად დაიბარა.

როგორც ირაკლი ჟვანია აღნიშნავს, პატრიარქმა მისი ობლობა და წარსული ზედმიწევნით იცოდა. ამასთან, როდესაც პატრიარქმა გაიგო, რომ სტუდენტი ასეთი მიზეზით გარიცხეს, მისი ვინაობის დასახელება სთხოვა, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ირაკლიმ კი მოძღვრების დასახელებაზე უარი თქვა. პატრიარქმა ირაკლი ჟვანია სემინარიაში ზუსტად 10 წუთში აღადგინა.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ვინც არ იცით, სასულიერო სემინარია მაქვს დამთავრებული და მინდა, გაგიზიაროთ ჩემი და პატრიარქის შეხვედრის ამბავი.

მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. პარალელურად, ლია სალაყაიასთან ვგალობდი ეს ადამიანი ცალკე ეპოქა იყო; აუცილებლად მოგიყვებით მის შესახებაც. მაგრამ ახლა უწმინდესის თემას დავუბრუნდეთ.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, თითქოს სწორ გზაზე ვიდექი.

მაგრამ ერთ დღეს ჩვენს ოჯახში მეხის გავარდნასავით შემოიჭრა მძიმე განსაცდელი ბებიაჩემს სიმსივნე დაუდგინდა.

ბებია… ადამიანი, რომელმაც ობლობაში გამზარდა. ის იყო ჩემი ყველაფერი და, ფაქტობრივად, არც მას ჰყავდა ვინმე ჩემს გარდა ალბათ კარგად იცით, ეს ვერაგი დაავადება რამდენს მოითხოვს დროს, ენერგიას, ფინანსებს, შინაგან ძალას…

ამ ყველაფრის ტარება მთლიანად ჩემს მხრებზე მომიწია.

მე დამყავდა ექიმებთან.

მე ვუვლიდი.

მე ვბანდი.

ნელ-ნელა ამ ყველაფერმა მთლიანად მომწყვიტა ჩვეულებრივ ცხოვრებას სწავლას, გარემოს, ყოველდღიურობას. შედეგად, სემინარიაში გაცდენები დამიგროვდა.

ერთ დღეს დამიბარეს.

მითხრეს, რომ ასე სწავლას ვეღარ გავაგრძელებდი ამდენ გაცდენას ვერ მაპატიებდნენ.

უფრო „გასაუბრებას“ კი არა, საქმის გარჩევას ჰგავდა მათი დამოკიდებულება გამოხატვის ფორმებიც აგდებული, ცინიკური და ცოტა „მოძველბიჭო“ ელემენტებით გაჯერებული.

არც მომისმინეს.

არც სცადეს რეალური მიზეზის გარკვევა.

მივიტანე ბებიას სამედიცინო კვლევები, პასუხები მინდოდა ამეხსნა, რატომ არ დავდიოდი.

მაგრამ არც კი შეხედეს.

საბუთები ხელში დამრჩა… და ფაქტობრივად, კარიდან გამომაბრუნეს.

არ მიყვარს სხვისი შეწუხება.

არასოდეს ვცდილობ ვინმეს გავლენების გამოყენებას.

მაგრამ ამჯერად მომიწია.

ერთმა ახლობელმა, რომელიც საპატრიარქოში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, ეს ამბავი პატრიარქამდე მიიტანა.

მესამე დღეს დამიბარეს.

მიმღებში რომ ავედი, იმ სამ მოძღვრიდან ორი იქვე დამხვდა. სავარაუდოდ სხვა საქმეზე იყვნენ მოსულები

რომ დამინახეს აშკარად დაიბნენ.

მაგრამ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ მე პატრიარქთან ვიყავი დაბარებული. დადგა ჩემი შესვლის დრო. პატრიარქი ისე შემხვდა, თითქოს წლებია მიცნობდა. თურმე ყველაფერი იცოდა ჩემზე ობლობაში გაზრდილი რომ ვიყავი, რა გზა მქონდა გავლილი

მომეფერა.

მესაუბრა ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს წარსულზე.

ისე გამიტაცა ამ საუბარმა, რომ საერთოდ დამავიწყდა, რატომ ვიყავი იქ მისული.

თავად შემახსენა.

და მითხრა:

-ირაკლი, შენ ძალიან ლამაზი სახელი გქვია… მაგრამ ერთი მინუსი გვაქვს ირაკლებსო…

პაუზა გააკეთა… მსუბუქად გაეღიმა, თითქოს რაღაც კარგად ნაცნობი თვისება გაახსენდა.

შემდეგ კი გააგრძელა:

– ძალიან ემოციურები და ძალიან სამართლიანები ვართ…

ახლა მითხარი რა მოხდაო?

მოვუყევი ყველაფერი.

როცა მოისმინა, რომ ასეთი მიზეზის მიუხედავად მაინც გამრიცხეს, ხასიათი უცებ შეეცვალა. მის ხმაში სიმკაცრეც იგრძნობოდა, თუმცა ეს სიმკაცრე მოზომილი და კონტროლირებადი იყო როგორც მას სჩვეოდა.

-„ირაკლი, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება?“

მიუხედავად შინაგანი დაძაბულობისა, სიმშვიდე შევინარჩუნე და ვუთხარი:

– თქვენო უწმინდესობავ, ყველაფერს გიყვებით და ყველა კითხვაზე გპასუხობთ… მაგრამ გთხოვთ, ნუ მთხოვთ იმ მოძღვრების დასახელებას, ვისაც ჩემი გარიცხვა მოუწია. მათიც მესმის მეთქი…

არასოდეს დამავიწყდება მისი მზერა.

სახე გაუნათდა.

თვალებში სითბო და სიხარული ჩაუდგა.

-ხომ გითხარი, ირაკლი… ირაკლები სამართლიანები ვართო, თქვა და გაიცინა.

უზომოდ გაუხარდა, რომ არ დავასახელე. იმდენად კეთილი იყო, ალბათ მათთვის საყვედურის თქმაც კი გაუჭირდებოდა. თუმცა იმასაც ვფიქრობ ჩემზე უკეთ იცოდა მათი სახელები და გვარები; უბრალოდ გაუხარდა, რომ მე არ დავასმინე ისინი.

-მადლობა შენს ბებიას, რომ სწორად გაგზარდა და სიკეთის მარცვალი ჩადო შენში.

დაგვლოცა მეც და ბებიაც.

და ზუსტად 10 წუთში… სემინარიის მეორე კურსზე აღმადგინა.

ეს იყო ადამიანი, რომელიც მთელ ქვეყანას ისე უყურებდა, როგორც საკუთარ ოჯახს.

უბრალოდ ჩვენ ბევრი ვიყავით…

და ის ერთი იყო.

ღმერთო, ნათელში ამყოფე მისი სული,

გაუხსენი სასუფევლის წმინდა კარი და დაამკვიდრე მარადიულ სიმშვიდეში.

ღმერთმა აცხონოს მისი სული. “, – წერს ირაკლი ჟვანია.

The post „თურმე ყველაფერი იცოდა ჩემზე, ობლობაში გაზრდილი რომ ვიყავი, მითხრა, ძალიან ლამაზი სახელი გქვია, მაგრამ ერთი მინუსი გვაქვს ირაკლებსო…“ – ირაკლი ჟვანია პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს appeared first on elNews.ge.


რელევანტური