ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული – ირანელი გენერალ-მაიორი — Cnoba

Alia სიახლე 20 Mar 2026, 11:11

დონალდ ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული, – ამის შესახებ „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, ალი აბდოლაჰიმ განაცხადა. ეს არის ირანის უმაღლესი ოპერატიული სარდლობის დანაყოფი, რომელიც კოორდინაციას უწევს არმიასა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ (IRGC) შორის ოპერაციებს. „ჩვენ ადრე განვაცხადეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რიტორიკული ხასიათის არაერთ გაფრთხილებას აკეთებს, თუმცა […] The post ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული – ირანელი გენერალ-მაიორი appeared first on .

დონალდ ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული, – ამის შესახებ „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, ალი აბდოლაჰიმ განაცხადა.

ეს არის ირანის უმაღლესი ოპერატიული სარდლობის დანაყოფი, რომელიც კოორდინაციას უწევს არმიასა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ (IRGC) შორის ოპერაციებს.

„ჩვენ ადრე განვაცხადეთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი რიტორიკული ხასიათის არაერთ გაფრთხილებას აკეთებს, თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის, როგორც მისი მარიონეტული და დაქვემდებარებული ძალისთვის, სიურპრიზები გვაქვს. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო მეხუთე თაობის მოწინავე გამანადგურებელზე, F-35-ზე დარტყმა. მათ მეტი სიურპრიზის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა ირანის ოფიციალურმა პირმა.

The post ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მისთვის და სიონისტური რეჟიმისთვის სიურპრიზები გვაქვს მომზადებული – ირანელი გენერალ-მაიორი appeared first on .


რელევანტური