22 მარტს 12 საათზე ველოდებით მსოფლიო პატრიარქს – ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად-მამა იოვანე — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 20 Mar 2026, 08:43

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის თქმით, კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაკრძალვაზე მსახურება დაიწყება დილით, 9 საათზე. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში დაახლოებით 12 საათზე მივა და მღდველმთავრებთან ერთად აუგებს წესს. “კვირის მსახურება დაიწყება დილით 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის […] The post 22 მარტს 12 საათზე ველოდებით მსოფლიო პატრიარქს – ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად-მამა იოვანე appeared first on ODISHINEWS.

სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურის, არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილის თქმით, კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს დაკრძალვაზე მსახურება დაიწყება დილით, 9 საათზე. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში დაახლოებით 12 საათზე მივა და მღდველმთავრებთან ერთად აუგებს წესს.

“კვირის მსახურება დაიწყება დილით 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიოს პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ. ეს არის მისი გადაწყვეტილება და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას. ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად. […]

შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა, ქადაგება სხვადასხვა მოღვაწეებისა, უწმინდესის შესახებ. უკვე შემდეგ სიონში გადავასვენებთ უწმინდესს და იქ დაიკრძალება”. – განაცხადა არქიმანდრიტმა.

მისივე თქმით, დაკრძალვის დღეს გარკვეული შეზღუდვები იქნება ტაძარში შესვლასთან დაკავშირებით. სამებაში მღვდელმთავრები შეზღუდული რაოდენობით იქნებიან, დაიშვებიან მხოლოდ საშვებით. მრევლი, სავარაუდოდ, ეზოში შეიკრიბება.

“ხედავთ რა ხდება, მეტროდან იწყება მოქალაქეების რიგები, უწყვეტად მრავალი საათის განმავლობაში და მით უმეტეს დაკრძალვის დღეს ბევრად მეტი ადამიანი იქნება. ალბათ, გადაჭედილი იქნება მთელი ტერიტორია, სამებიდან სიონის ტაძრამდე. […]

სასულიერო პირებიც შეზღუდულად იმსახურებენ წირვის დროს და [ტაძარში] შესვლა იქნება მხოლოდ საშვებით” – განაცხადა არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა.

The post 22 მარტს 12 საათზე ველოდებით მსოფლიო პატრიარქს – ის აუგებს წესს მღვდელმთავრებთან ერთად-მამა იოვანე appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური