ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს — Cnoba

Alia სიახლე 20 Mar 2026, 06:49

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირების, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა. „ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ […] The post ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს appeared first on .

ეკლესიათა მსოფლიო საბჭო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

საბჭოს გენერალური მდივნის, ჯერი პილეის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ეკლესიის განახლების მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო, 1980-იანი წლების ბოლოსთვის საგრძნობლად გაიზარდა სასულიერო პირების, მონასტრებისა და ტაძრების რაოდენობა.

„ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. ჩვენ, მთელ მსოფლიოში, ჩვენს მართლმადიდებელ დებსა და ძმებთან ერთად მადლობას ვწირავთ ღმერთს პატრიარქ ილია მეორის სიცოცხლისა და მოღვაწეობისთვის. ღმერთმა მისცეს ძალა, მშვიდობა და ნუგეში ყველას, ვინც გლოვობს ამ მწუხარებისა და დანაკლისის ჟამს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

The post ეკლესიათა მსოფლიო საბჭო ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსამძიმრებს appeared first on .


რელევანტური