სააგენტო "პარალელი"
“ამ სეზონზე იმხელა რეიტინგი აქვს ჩვენს გადაცემას რომ აუცილებლად უნდა მეთქვა დიდი მადლობა” – ნანუკა ჟორჟოლიანი
ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი დიდი კმაყოფილებით საუბრობს ტელეკომპანია “პირველის” და არხის ცალკეული გადაცემების მაღალ რეიტინგებზე:
“ბოლო თვეებია ძალიან შეცვლილია რეიტინგები. ოპოზიციურ არხებს თითქმის გაურმოაგდა, მაგრამ განსაკუთრებული სიამაყით უნდა აღვნიშნო ტვ “პირველის” მუდმივად ტოპ 10 ში ყოფნა.
ხალხი უყურებს სწორედ ამ არხის საინფორმაციოს. უფრო მეტიც, ქრონიკას უგებენ ხშირად. ნოდარის შაბათი სტაბილურად ლიდერია.
და მადლობა რომ გვიყურებთ ჩვენ. ამ სეზონზე იმხელა რეიტინგი აქვს ჩვენს გადაცემას რომ აუცილებლად უნდა მეთქვა დიდი მადლობა.
მიყვარხართ 
“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
“ამ სეზონზე იმხელა რეიტინგი აქვს ჩვენს გადაცემას რომ აუცილებლად უნდა მეთქვა დიდი მადლობა” – ნანუკა ჟორჟოლიანი
პარალელი