“ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას”- ზელენსკი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 19 Mar 2026, 18:51

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის განბლოკვის იმედი აქვს. „ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური უსაფრთხოების გარანტია ევროპიდან, 90-მილიარდიანი მხარდაჭერის პაკეტი არ მუშაობს. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს არის რესურსი სიცოცხლის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა. „ძვირფასო ლიდერებო, ერთიანო ევროპავ, ჩვენ გვჭირდება გადაწყვეტილებების მიღება და მათი განხორციელება. ძლიერი და სტაბილური მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ზეწოლა რუსეთზე. მნიშვნელოვანია, ყურადღება არ მოვადუნოთ, მაშინაც კი, როცა ირანს ვაკვირდებით, რადგან ომი ევროპულ მიწაზე გრძელდება. ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას”- განაცხადა ზელენსკიმ. The post “ველოდებით 90-მილიარდიანი პაკეტის განბლოკვას”- ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური