ილია II-ის დაკრძალვაზე წასვლის მსურველებისთვის რეგიონებიდან უფასო ტრანსპორტი დაინიშნება – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის.
დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით.” – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.