დღეს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში “რძის სკანდალის” საქმეზე სხდომა გაიმართება — Cnoba
დღეს, 19 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოში „რძის სკანდალის“ საქმეზე სხდომა გაიმართება. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, საქმე ეხება „ყვარლის ბაგას“ მიერ „ჩირინას“ წინააღმდეგ წამოწყებულ სამართლებრივ დავას, რომლითაც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ “რძის სკანდალზე” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია “ჩირინას” 1.6 მლნ ლარის გადახდა დაავალა. “ჩირინას” დაცვის მხარის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით “ჩირინამ” “ყვარლის ბაგასთან” დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო “ყვარლის ბაგას” მიუღებელ შემოსავალში მათ წვლილი არ მიუძღვით. ეს… The post დღეს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში “რძის სკანდალის” საქმეზე სხდომა გაიმართება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.