“კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა” – წმინდა სინოდის გადაწყვეტილება — Cnoba

პარალელი სიახლე 18 Mar 2026, 17:21

სააგენტო "პარალელი" “კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა” – წმინდა სინოდის გადაწყვეტილება 18 საქათველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ გააცნო: „წმინდა სინოდის სხდომა მოწვეულ იქნა სამწუხარო მიზეზით – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და […] “კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა” – წმინდა სინოდის გადაწყვეტილება პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა” – წმინდა სინოდის გადაწყვეტილება

18 საქათველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები საზოგადოებას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორე ჭუაძემ გააცნო:

წმინდა სინოდის სხდომა მოწვეულ იქნა სამწუხარო მიზეზით – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქ, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე. ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევანთან.

აზრი გამოთქვეს უხუცესმა მღვდელთმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა, ანანიამ (ჯაფარიძე) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ.

წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

წმინდა სინოდმა, ასევე, დაადგინა

  1. შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო;

ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი;

ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი;

ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე;

ხონის და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა;

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი;

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე;

გორის და ატენის მიტროპოლიტი ანდრია;

არგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მექლისედეკი;

სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონე;

წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი;

საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე;

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი;

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე;

არქიმანდრიტი კირიონი.

2. დაკრძალვის თარიღად დაადგინა 2026 წლის 22 მარტი, კვირა.
დაკრძალვის ადგილად, პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში“, – წაიკითხა მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე).

“კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22 მარტი, კვირა” – წმინდა სინოდის გადაწყვეტილება
პარალელი


რელევანტური