სად და როდის დაკრძალავენ პატრიარქს – დეტალები — Cnoba

Alia სიახლე 18 Mar 2026, 12:30

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ – სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იობმა დაუდასტურა. დაკრძალვამდე პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული. დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში. პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო […] The post სად და როდის დაკრძალავენ პატრიარქს – დეტალები appeared first on .

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ – სინოდის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, იობმა დაუდასტურა.

დაკრძალვამდე პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული.

დაკრძალვა იქნება კვირას, სიონის საკათედრო ტაძარში. პატრიარქის სურვილისამებრ. ახლობლებთან დატოვა ასეთი სურვილი. ეპოქალური პიროვნებაა, ერისა და ქვეყნის წინაშე ძალიან დიდი დამსახურება აქვს, როგორც სულიერად, ისე მატერიალურად, ყველა მხრივ. პატრიარქი იყო სიყვარულის პატრიარქი. არ არსებობს ადამიანი, მით უმეტეს, ქრისტიანი, რომ მისი უწმინდესობა არ უყვარდეს“, – თქვა მეუფე იობმა.

რამდენიმე წუთში, ილია მეორეს საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში გადაასვენებენ. მსვლელობა ცოტა ხანში დაიწყება.

სიონის ტაძარში დაკრძალული არიან:

  • კირიონ მეორე,
  • ამბროსი ხელაია,
  • ლეონიდე,
  • ქრისტოფერე,
  • კალისტრატე,
  • მელქისედეკ მესამე,
  • ეფრემ მეორე,
  • დავით მეხუთე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

The post სად და როდის დაკრძალავენ პატრიარქს – დეტალები appeared first on .


რელევანტური