ბეირუთში ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
18 Mar 2026, 09:53
ბეირუთში ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ ბეირუთში დარტყმების განხორციელებამდე სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომლითაც ადგილობრივი მოსახლეობა გააფრთხილა და აღნიშნა, რომ დარტყმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ობიექტები იყო. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ისრაელის დარტყმების შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაშავდა. ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ლიბანის დედაქალაქში მაღალსართულიანი საცხოვრებელი შენობები დაზიანდა. The post ბეირუთში ისრაელის დარტყმების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.