დედაქალაქის ურბანული განვითარება ახალ ფაზაში შევიდა, სადაც პრიორიტეტი სიმჭიდროვის შემცირება და გარემოსთან ინტეგრაციაა. მშენებარე ბინები ლისზე განვადებით დღეს ყველაზე მოთხოვნად კატეგორიას განეკუთვნება, რადგან ეს ლოკაცია ქალაქის ალტერნატიულ ცენტრად ყალიბდება. საცხოვრებელი კომპლექსი „ქრონომეტრი’’ სწორედ ამ მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა – აქ აქცენტი ხარისხიან მშენებლობასა და გრძელვადიან სტაბილურობაზე კეთდება.
ცხოვრება ლისზე – რატომ არის ეს ლოკაცია უალტერნატივო?
ლისზე დასახლების ტენდენცია ბოლო წლებში თბილისის მაცხოვრებლების მხრიდან ერთგვარი პასუხია ქალაქის ცენტრალური უბნების გადატვირთულობაზე. ეს არის ტერიტორია, რომელიც სპეციფიკური გეოგრაფიული მდებარეობის გამო გრილი მიკროკლიმატით გამოირჩევა და სადაც, ზაფხულის განმავლობაში, დედაქალაქისთვის დამახასიათებელი გაუსაძლისი სიცხეც ნაკლებად იგრძნობა. სწორედ ამიტომ, მშენებარე ბინები ლისზე განვადებით ხშირად ხდება იმ ადამიანების არჩევანი, რომელთა ფიზიკურ მდგომარეობასა და პროდუქტიულობაზეც ყოველდღიურ გარემოს დიდი გავლენა აქვს. აქაური განაშენიანება დაბალი სიმჭიდროვისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცის შეგრძნება და ის პანორამა, რომელიც ფანჯრებიდან იშლება, სამომავლო მშენებლობების მსხვერპლი არ გახდება.
ადგილის უპირატესობა მის ფუნქციურ მრავალფეროვნებაშიც ვლინდება. ლისის ტბის მიმდებარე არეალი ერთადერთი ადგილია დედაქალაქში, სადაც აქტიური სპორტული ცხოვრება, დასასვენებელი პარკები და საცხოვრებელი ზონა ერთმანეთთან ასე მჭიდროდ და პრაქტიკულადაა დაკავშირებული. მათთვის, ვისაც სამსახური ქალაქის ცენტრში აქვს, ეს ლოკაცია ოქროს შუალედია, რადგან ახალი გზების მეშვეობით საბურთალოს ცენტრალური ნაწილისა და ვაკის მიმართულებით გადაადგილება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.
ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობა მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მათთვის, ვინც მოწესრიგებულ და თანამედროვე უბანში ცხოვრებას გეგმავს. აქაური საგანმანათლებლო დაწესებულებები და სავარჯიშო მოედნები იმგვარადაა განაწილებული, რომ მობინადრეს ყველა საჭირო ობიექტი სახლთან ახლოს ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ,,ქრონომეტრის’’ მშენებარე ბინები ლისზე განვადებით დღეს ერთ-ერთი ყველაზე გონივრული არჩევანია ბაზარზე, რომელიც მყიდველს გრძელვადიანი კომფორტის გარანტიას აძლევს.
,,ქრონომეტრი’’ – ბიზნესკლასის საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში
ლისის ზონაში არსებულ პროექტებს შორის „ქრონომეტრი’’ იმით გამოირჩევა, რომ საცხოვრებელი გარემოს ხარისხი აქ პროექტირების ეტაპიდანვე პრიორიტეტად არის განსაზღვრული – არქიტექტურიდან დაწყებული, ეზოს მოწყობითა და საერთო სივრცეების დაგეგმვით დამთავრებული.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში ბიზნესკლასის სეგმენტს მიეკუთვნება, რაც ჩანს როგორც გამოყენებულ მასალებში, ისე ტექნიკურ და სივრცით გადაწყვეტებში. საინჟინრო სისტემები და საერთო სივრცეების დაგეგმვა გათვლილია ყოველდღიურ კომფორტზე, ხოლო სადარბაზოები, ეზო, 2-დონიანი პარკინგი და უსაფრთხოების მექანიზმები ერთიან, გააზრებულ სტანდარტს მიჰყვება.
ამ სტანდარტს კიდევ უფრო ცხადყოფს მაცხოვრებლებისთვის შექმნილი ისეთი დამატებითი სერვისები, როგორიცაა: ბიზნესცენტრი, სპა სივრცე და 24/7 კონსიერჟის მომსახურება, რაც ყოველდღიურ საჭიროებებს ადგილზე, კომპლექსიდან გაუსვლელად აგვარებს.
აქედან გამომდინარე, „ქრონომეტრი’’ ამ კონტექსტში პასუხობს ყველა იმ მოლოდინს, რომელიც თანამედროვე მაცხოვრებელს აქვს – საცხოვრებელი, სადაც გარემო მოწესრიგებულია, სერვისები ხელმისაწვდომი და საერთო სტანდარტი მუდმივად შენარჩუნებული. სწორედ ეს პრაქტიკული კომბინაცია განასხვავებს პროექტს რიგითი საცხოვრებელი კორპუსისგან.
ინდივიდუალური აუზი და გამწვანებული ტერასები – ,,ქრონომეტრის’’ ექსკლუზივი
„ქრონომეტრის’’ ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მისი პენტჰაუსებია, რომლებიც პროექტის ზედა სართულზე განსხვავებულ საცხოვრებელ გამოცდილებას ქმნის. ეს აპარტამენტები ითვალისწინებს ინდივიდუალურ აუზებს საკუთარ ტერასებზე, რაც ქალაქის პირობებში ნამდვილად იშვიათი შესაძლებლობაა. აღნიშნული გადაწყვეტა მობინადრეს საშუალებას აძლევს, ზაფხულის განმავლობაში პირდაპირ სახლში შეიქმნას პირადი რეკრეაციული ზონა და დატკბეს ლისის პანორამული ხედებით. სწორედ ასეთი დეტალების გამოა მშენებარე ბინები ლისზე განვადებით ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზება მათთვის, ვინც უპირატესობას პრივატულობასა და გამორჩეულ კომფორტს ანიჭებს.
გამწვანებული გარე სივრცეები კომპლექსის საერთო კონცეფციის კიდევ ერთი ნაწილია. გარდა პენტჰაუსებისა, პროექტში არსებულ სხვა ბინებსაც აქვს ფუნქციური აივნები. აქცენტი ყველგან ბუნებრივ მასალებსა და სიმწვანეზეა გაკეთებული, რაც შენობის არქიტექტურას გარემოსთან ჰარმონიულად აკავშირებს.
პენტჰაუსების შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრივატულობის დაცვას: აქ ტერასები და საზაფხულო სივრცეები ისეა დაგეგმარებული, რომ მობინადრეებს შორის კომფორტული დისტანცია შენარჩუნდეს. ამგვარი ფუნქციური მთლიანობა კი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია მათთვის, ვინც ლისის მიმდებარედ საცხოვრებელს მაღალი სტანდარტებისა და გამორჩეული გარემოს მიხედვით არჩევს.
ფინანსური თავისუფლება: მშენებარე ბინები თბილისში განვადებით
დღეს, როდესაც მშენებარე ბინები განვადებით ყველაზე მოთხოვნად კატეგორიას წარმოადგენს, „ქრონომეტრი’’ მომხმარებელს სთავაზობს გადახდის ისეთ მოქნილ მოდელს, რომელიც ხარისხიან მშენებლობასთან ერთად, ფინანსურ თავისუფლებასაც უზრუნველყოფს. შიდა განვადების პირობები მორგებულია მაცხოვრებლის ფინანსურ ინტერესებზე, რაც გამორიცხავს ერთჯერად დიდ ფინანსურ წნეხს და ბინის შეძენის პროცესს გაცილებით პროგნოზირებადს ხდის.
„ქრონომეტრის’’ შემთხვევაში მყიდველი იღებს გარანტიას, რომ მისი ინვესტიცია დაცულია სტაბილური სამშენებლო გრაფიკითა და გადახდის გამჭვირვალე სისტემით. ეს მიდგომა კი საშუალებას გაძლევთ, გახდეთ ლისის პრესტიჟული დასახლების ნაწილი ისეთი ფინანსური გეგმით, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებსა და შესაძლებლობებთან სრულ თანხვედრაში იქნება.
მშენებარე ბინები ლისზე განვადებით: რატომ უნდა აირჩიოთ ,,ქრონომეტრი’’ დღეს?
პროექტი ამ ეტაპზე მშენებლობის აქტიურ ფაზაშია – ეს კი მყიდველს არჩევანის რეალურ თავისუფლებას სთავაზობს. მშენებლობის მიმდინარეობისას შესაძლებელია სხვადასხვა დაგეგმარების, სართულისა და ხედის შერჩევა, რაც მაქსიმალურ სივრცეს ტოვებს იმისთვის, რომ საცხოვრებლი თქვენს პერსონალურ მოთხოვნებს მოერგოს.
ამრიგად, თუ გსურთ ნაკლები კომპრომისი და მეტი ინდივიდუალიზმი საკუთარ სახლში და თან ლისზე ცხოვრებასაც განიხილავთ, ახლა სწორედ ის დროა, როცა არჩევანი და შესაძლებლობები ყველაზე ფართოა.
(R)
The post მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის” საცხოვრებელ კომპლექსში appeared first on .