ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის კაცი დააკავეს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 18 Mar 2026, 07:14

კახეთში, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან – 2012 წელს დაბადებულ ნ.ჩ-სთან მისი ნების საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჩ-ს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 126 -ე, 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის კაცი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური