მთავარი არხის და ტაბულას ინფორმაციით 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია მეორე, კლინიკაში გარდაიცვალა.
კუჭიდან ძლიერი სისხლდენის გამო ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრში 17 მარტს გვიან ღამით გადაიყვანეს. 93 წლის პატრიარქი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და მის მკურნალობაზე ექიმების კონსილიუმი მუშაობდა. რამდენიმე საათის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ დილით გადაწყდა თურქი ექიმის ჩამოყვანა, ბილეთები უყიდეს და ელოდებიან.
ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამღძვრად 1977 წელს აირჩიეს
დღეიდან, ახალი მწყემსთავრის არჩევამდე საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას მართავს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი.
ილია მეორე საქართველოს ეკლესიის 141-ე პირველიერარქი იყო.
The post საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გარდაიცვალა – მედია appeared first on .