“საავადმყოფოში მისვლა და კადრში გამოჩენა აუცილებელ პროტოკოლად არ მიმაჩნია” – სალომე ზურაბიშვილი — Cnoba

Alia სიახლე 17 Mar 2026, 16:29

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხმიანება და წერს: არ ვიცი, რა დავწერო ან რა ვთქვა — გარდა იმისა, რომ, როგორც ბევრმა, მეც ვიგრძენი პატრიარქის ჩემზე ზრუნვა და მისი სიყვარული. ყოველი მისვლისა და ყოველი ხელის შეხებისას ვგრძნობდი მის ხელიდან წამოსულ სითბოსა და ძალას. უკვე წელიწადნახევარია — 2024 წლის სექტემბრიდან — […] The post “საავადმყოფოში მისვლა და კადრში გამოჩენა აუცილებელ პროტოკოლად არ მიმაჩნია” – სალომე ზურაბიშვილი appeared first on .

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ეხმიანება და წერს:

არ ვიცი, რა დავწერო ან რა ვთქვა — გარდა იმისა, რომ, როგორც ბევრმა, მეც ვიგრძენი პატრიარქის ჩემზე ზრუნვა და მისი სიყვარული. ყოველი მისვლისა და ყოველი ხელის შეხებისას ვგრძნობდი მის ხელიდან წამოსულ სითბოსა და ძალას.
უკვე წელიწადნახევარია — 2024 წლის სექტემბრიდან — ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი. არც კოვიდტესტირებამ და არც მრავალგზის შეხსენებამ შედეგი არ გამოიღო. ეს ჩემთვის დიდ წუხილად დარჩება.
დღეს კი ვიცი, რომ თხოვნასაც აღარ აქვს აზრი, სანამ ეს საკითხი სხვათა გადასაწყვეტი იქნება. საავადმყოფოში მისვლა, ინტერვიუების მიცემა და კადრში გამოჩენა აუცილებელ პროტოკოლად არ მიმაჩნია. ამის სჯობს პარაკლისის გადახდა და ჩუმად ლოცვა მისი გამოჯანმრთელებისთვის,- წერს ზურაბიშვილი.

The post “საავადმყოფოში მისვლა და კადრში გამოჩენა აუცილებელ პროტოკოლად არ მიმაჩნია” – სალომე ზურაბიშვილი appeared first on .


რელევანტური