პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით, 92 ხმით მხარი დაუჭირა.
მომხსენებლის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირინა წაქაძის განცხადებით, გაერო-ს კონვენციების თანდართული სიების თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება.
კერძოდ, „ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების” ნუსხას გაერო-ს სიებში შეტანილი 15 ახალი დასახელების ნივთიერება, „ფსიქოტროპული ნივთიერებების” სიას ერთი ნივთიერება, ხოლო პრეკურსორების სიის ცხრილს 18 ახალი ნივთიერება ემატება.
მომხსენებლის თქმით, იმისთვის, რომ ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობა სრულად შესრულდეს, აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობაშიც განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და აღნიშნული ნივთიერებები აისახოს მოქმედი ძირითადი საკანონმდებლო აქტის თანდართულ ნუსხებში.
The post პარლამენტმა „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა appeared first on გურია ნიუსი.