“ეს თუ მოხდა, ოცნების ხელოვნური “მონოლითი” ჩამოინგრევა!” – კოტე კემულარია — Cnoba

Alia სიახლე 17 Mar 2026, 10:22

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია: ომის დასრულების ეტაპზე, ირანის რეჟიმს, საკუთარი სამხედრო ძალების მართვის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა: ადგილებამდე ბრძანებები აღარ მიდის… რაკეტების გაშვება ხდება ქაოტურად—ცენტრთან შეთანხმების გარეშე!!! თეირანი იმასაც აღიარებს რომ, ვეღარ მართავს სიტუაციას ორმუზის სრუტეში… ტრამპის მიმართვის შემდეგ, ინდოეთმა დაიწყო ინდოეთისკენ მიმავალი ტანკერების გაცილება ორმუზის სრუტეში…. ჩინეთი თავს იკავებს ორმუზის სრუტეში ტანკერების სამხედრო გაცილებაზე… ტრამპი […] The post “ეს თუ მოხდა, ოცნების ხელოვნური “მონოლითი” ჩამოინგრევა!” – კოტე კემულარია appeared first on .

ყოფილი პარლამენტარი, კოტე კემულარია:
ომის დასრულების ეტაპზე, ირანის რეჟიმს, საკუთარი სამხედრო ძალების
მართვის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა:
ადგილებამდე ბრძანებები აღარ მიდის…
რაკეტების გაშვება ხდება ქაოტურად—ცენტრთან შეთანხმების გარეშე!!! თეირანი იმასაც აღიარებს რომ, ვეღარ მართავს სიტუაციას ორმუზის სრუტეში…
ტრამპის მიმართვის შემდეგ, ინდოეთმა დაიწყო
ინდოეთისკენ მიმავალი ტანკერების გაცილება ორმუზის სრუტეში…. ჩინეთი თავს იკავებს ორმუზის სრუტეში ტანკერების სამხედრო გაცილებაზე…
ტრამპი აცხადებს: “შეიძლება ერთი თვით გადაიდოს ჩემი ვიზიტი პეკინშიო… სანამ ომი არ დასრულდება ირანში, ამერიკაში უნდა ვიყოო”!!!
უნგრეთში გადამწყვეტ არჩევნებამდე ოთხი კვირით ადრე, კრემლის და “ოცნების” მეგობარ ორბანს სავალალო სიტუაცია აქვს: მის ოპოზიციას 53% აქვს რეიტინგი, ორბანის პარტიას—39%!!!
უნგრეთი ოპოზიციის გიგანტურმა საპროტესტო გამოსვლებმა მოიცვა…
თბილისში კი—“მოსკოვის მექანიზმის” მკაცრი დასკვნით გამოწვეულმა შიშებმა, ბევრი რამ შეცვალა: მთავრობის მეთაური დასკვნაში მოტანილი არაერთი უმძიმესი ფაქტის გამოძიების აუცილებლობაზე ალაპარაკდა…. ეს თუ მოხდა,
ოცნების ხელოვნური “მონოლითი” ჩამოინგრევა!
ამასთან, სრული სიახლე არის რომ, “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის
წარდგენილი პრემიერი, სამთავრობო ტელევიზიაში გამართულ დებატებზე ხმამაღლა აცხადებს:
“ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე პასუხისმგებლობას ყველა ერთად ვიზიარებთ—
მეც, პარლამენტის სპიკერიც და “ოცნების”
საპატიო თავმჯდომარე ი ვ ა ნ ი შ ვ ი ლ ი ც ო”?!?!
საპატიო თავმჯდომარეს რომ პასუხისმგებლობის თავისთავზე აღება არ უყვარს!!!!
“ს ა პ ა ტ ი ო “ სტატუსიც ხომ იმიტომ აირჩია რომ, იურიდიულად არ ყოფილიყო პასუხისმგებელი…
საზოგადოებას კარგად ახსოვს—ივანიშვილი ყველა ინტერვიუში ამტკიცებდა:”მე არაფერ შუაში არ ვარო”!!!!
ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი დოლარის მითვისების ბრალდებით- “ოცნების” პრემიერის და მინისტრების დაპატიმრების; განათლების ვაი-რეფორმაზე და საუნივერსიტეტო კატამარანის თემაზე უკანდახევის; პროდუქტებზე ევროპულზე მაღალი ფასების აღიარების; პლასტმასის პატარა ბოთლების აკრძალვის გადავადების ფონზე —
გ ე ნ ი ა ლ უ რ მიგნებად ჩანს
თემის გადატანა “სოფლის მოდერნიზაციის”
უ კ ვ დ ა ვ და ყველაზე უმტკივნეულო უტოპიაზე!
თუმცა, ძალიან მოკლევადიანი ეფექტით…

The post “ეს თუ მოხდა, ოცნების ხელოვნური “მონოლითი” ჩამოინგრევა!” – კოტე კემულარია appeared first on .


რელევანტური