გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, სპეცოპერაციისას შედეგად დაკავებულთა შორის ძმები – რეზო და ფირუზ წულუკიძეები არიან.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაცია აბუსერიძის ქუჩაზე გამთენიისას ჩატარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ძმებს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან.
ინფორმაცია რეზო წულუკიძის მეუღლემ ნარი ფუტკარაძემ დაუდასტურა.
რეზო და ფირუზის გარდა, ელდარ ანთაძეც დააკავეს. სამივე ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო. სულ აჭარაში 80-მდე დააკავეს. ფირუზის ცოლი შეესწრო და როგორც ვიცი დაკავებისას ფირუზს დაარტყეს დაკავების დროს” – ნარი ფუტკარაძემ
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი თბილისშია გადმოყვანილი.
რეზო და ფირუზ ფუტკარაძეები პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის 23 ნოემბერს შეიწყალა
ისინი 2021 წლის 14 აპრილს დააკავეს. პროკურატურა მათ რიონის ხეობაში მოქალაქეებზე ძალადობაში დებდა ბრალს.