„უწმინდესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“ – ყაველაშვილი — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 17 Mar 2026, 08:44

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება“, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად იმყოფებოდა. ყაველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. „როგორც იცით, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი. რთული მდგომარეობაა, მაგრამ მკურნალობა მიმდინარეობს. იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ, ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი გამოჯანმრთელდეს, დაგვიბრუნდეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან მასიური სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც… The post „უწმინდესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“ – ყაველაშვილი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური