სიახლე

შეისყიდის თუ არა სახელმწიფო ჭარბ ყურძენს

Knews

knews.ge შეისყიდის თუ არა სახელმწიფო ჭარბ ყურძენს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას ინფორმაციით, რთველი 2026-ის დროს მევენახეებს ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი, სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდის. ,,ძალიან The post შეისყიდის თუ არა სახელმწიფო ჭარბ ყურძენს appeared first on knews.ge.

პირველწყარო →

knews.ge
შეისყიდის თუ არა სახელმწიფო ჭარბ ყურძენს

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას ინფორმაციით, რთველი 2026-ის დროს მევენახეებს ყურძენი არ დარჩებათ ჩაუბარებელი, სახელმწიფო ჭარბ ყურძენს შეისყიდის.

,,ძალიან მნიშვნელოვანია მეღვინეობის შემდგომი დარგის განვითარება, ამიტომ მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი კონკურენციის პირობებში, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ ხარისხზე. ღვინის ხარისხი უმნიშვნელოვანესია, რადგან 8000-ს წლიანი ისტორია მარტო სიამაყის საგანი არ არის, ეს არის ასევე პასუხისმგებლობა“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლის რთვლის დროს, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი არ გამოხატავს ყურძნის შესყიდვის ინტერესს, სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ ყურძნის შესასყიდად განისაზღვრა ხარისხის მიხედვით დიფერენცირებული შემდეგი ფასები:

,,ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული ყურძენი:
შაქრიანობა აღემატება 20%-ს – 1,30 ლარი
შაქრიანობა 17%-დან-20%-მდე – 80 თეთრი
შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს – 30 თეთრი

რაც შეეხება საფერავს:
შაქრიანობა აღემატება 22%-ს – 1,50 ლარი
შაქრიანობა 17%-დან – 22%-მდე – 90 თეთრი
შაქრიანობა არ აღემატება 17-%-ს – 30 თეთრი

The post შეისყიდის თუ არა სახელმწიფო ჭარბ ყურძენს appeared first on knews.ge.


მსგავსი