რა პირობებით მოხდება რთველის სუბსიდია — Cnoba

Knews სიახლე 17 Mar 2026, 08:31

knews.ge რა პირობებით მოხდება რთველის სუბსიდია საქართველოს მთავრობამ 2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა. დადგენილებით განისაზღვრა ის პირობები, რომლითაც წელს მევენახეების დასუბსიდირება The post რა პირობებით მოხდება რთველის სუბსიდია appeared first on knews.ge.

knews.ge
რა პირობებით მოხდება რთველის სუბსიდია

საქართველოს მთავრობამ 2026 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა.

დადგენილებით განისაზღვრა ის პირობები, რომლითაც წელს მევენახეების დასუბსიდირება მოხდება.

კერძოდ:

„შპს მოსავლის მართვის კომპანიამ უზრუნველყოს 2026 წლის რთვლის პერიოდში ყურძნის ჩამბარებელი მევენახე ფიზიკური პირებისაგან კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძნის: 1,50 ლარად – კონდიციური, შაქრიანობა არანაკლებ 22% და დაუზიანებელი; 0,90 ლარად – არაკონდიციური, შაქრიანობა 17%-იდან – 22%-მდე აწ/და ნაწილობრივ დაზიანებული (დაავადებული); 0,30 ლარად – არაკონდიციური– შაქრიანობა 17-%-მდე ან/და დაზიანებული (დაავადებული), ხოლო „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშისგან მოწეული სხვა ყურძწის: 1,30 ლარად – შაქრიანობა არანაკლებ 20% და დაუზიანებელი; 0,80 ლარად არაკონდიციური − შაქრიანობა 17%-იდან 20%-მდე აწ/და ნაწილობრივ დაზიანებული (დაავადებულია); 0,30 ლარად –არაკონდიციური – შაქრიანობა 17-%-მდე აწ/და დაზიანებული (დაავადებული), მიღება-გადამუშავებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკრედიტო რესურსების მოძიება საფინანსო ინსტიტუტებიდან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, განკარგულებით განსაზღვრულია, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროული ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 4 ლარის ოდენობით.

„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამის“„რთველის ხელშეწყობის ღონისძიებების“ ქვეპროგრამით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირების (შემდგომში – ყურძნის ჩამბარებელი) მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტომ უზრუნველყოს ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისგან ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირისგან, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროული ან/და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე (მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე) სუბსიდიის გაცემა, 4,00 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია დადგენილებაში.

The post რა პირობებით მოხდება რთველის სუბსიდია appeared first on knews.ge.


რელევანტური