სააგენტო "პარალელი"
კავკასიური შურთხი – ჯიხვების დარაჯი
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო მორიგი საინტერესო ინფორმაცია, ამჟამად საქართველოს ფაუნის წარმომადგენელზე, შენიღბვის ნამდვილ დიდოსტატზე – კავკასიურ შურთხზე:
მაღალ მთაში, ზღვის დონიდან 4000 მეტრამდე სიმაღლეზე, შენიღბვის ნამდვილი დიდოსტატი კავკასიური შურთხი ბინადრობს. შურთხის რუხი შეფერილობა ისე ერწყმის კლდეებს, რომ დაკვირვების გარეშე მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია.
ის თუ იცით, რომ შურთხსა და ჯიხვს ნამდვილი მეგობრობა აკავშირებთ?
ზამთრის სუსხში ჯიხვი ფლოქვებით თოვლს აფხვიერებს, რაც შურთხს საკვების – თესლისა და ნორჩი ყლორტების მოპოვებას უადვილებს.
სამაგიეროდ, ფრთხილი შურთხი ჯიხვების არვეს ნამდვილ დარაჯად ევლინება. საშიშროების დანახვაზე ის მჭრელ სტვენას ტეხს და მეგობრებს საფრთხის შესახებ ამცნობს.
გაგვიზიარეთ, კიდევ რომელი ცხოველების ან ფრინველების „მეგობრობის“ შესახებ გსმენიათ?
Nika Kerdikoshvili