„ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე“ – სტარმერი — Cnoba
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად მუშაობს კოლექტიურ გეგმაზე, რათა ხელახლა გაიხსნას ჰორმუზის სრუტე, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. „საბოლოო ჯამში, ჩვენ უნდა გავხსნათ ჰორმუზის სრუტე, რათა უზრუნველვყოთ სტაბილურობა (ნავთობის) ბაზარზე. ეს მარტივი ამოცანა არ არის. ამიტომ, ვმუშაობთ ჩვენს ყველა მოკავშირესთან, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა შევქმნათ სიცოცხლისუნარიანი კოლექტიური გეგმა, რომელიც შეძლებს რეგიონში ნაოსნობის თავისუფლების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქებას“, – განაცხადა სტარმერმა. ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. „პირველ რიგში, ჩვენ დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას რეგიონში. მეორე, საკუთარი თავისა და… The post „ვმუშაობთ მოკავშირეებთან ჰორმუზის სრუტის გახსნის გეგმაზე“ – სტარმერი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.