სააგენტო "პარალელი"
“ივანიშვილს ნამდვილად ურჩევნია ოპიზიციასთან დამარცხდეს, ვიდრე ილუზიებიდან გამოფხიზლებული საკუთარი ბირთვული მხარდამჭერები დაანარცხებენ” – ლელა ჯეჯელავა
ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა საინფორმაციო ომის ერთგვარ მანიპულაციაზე საუბრობს და კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით:
“რუსთავი 2″-ის გუშინდელ თაღლითობასთან დაკავშირებით გამახსენდა, როდესაც უნგრეთის ოპოზიციის მრავალათასიანი აქცია ორბანის მხარდასაჭერ აქციად გაასაღეს, მოლდოვაში არჩევნების შედეგების გამოცხადებისას შეგნებულად როგორ აქვეყნებდნენ იმ უბნების შედეგებს, სადაც პრორუსი ამომრჩეველი ცხოვრობდა. ხომ იცოდნენ, რომ არჩევნების საბოლოო შედეგს ვერ დამალავდნენ, არც არჩევნების გაყალბებაზე მიუწვდებოდათ ხელი, მაგრამ ასე კვებავდნენ საკუთარი ბირთვული მხარდამჭერების ილუზიებს, რომ სადღაც კიდევ იმარჯვებს რუსეთი.
სინამდვილეში ყველა პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესის განვითარება ემორჩილება ახალი ეპოქის მთავარ პარადიგმას – დედამიწაზე ყველაზე ღირებული ადამიანია და ყველა ვინც ამას ეწინააღმდეგება, მისი ადგილი აქ აღარ იქნება. ეს პოლიტიკაში მარტივად კაპიტალიზირდება – ავტორიტარული რეჟიმები უნდა დასრულდნენ. სწორედ ამ პროცესს ვხედავთ ახლა.
ივანიშვილს ნამდვილად ურჩევნია ოპიზიციასთან დამარცხდეს, ვიდრე ილუზიებიდან გამოფხიზლებული საკუთარი ბირთვული მხარდამჭერები დაანარცხებენ. ეს ყველაზე უარესი, მაგრამ რეალისტური სცენარია მის შემთხვევაში
“, – წერს ლელა ჯეჯელავა სოციალურ ქსელში.
“ივანიშვილს ნამდვილად ურჩევნია ოპიზიციასთან დამარცხდეს, ვიდრე ილუზიებიდან გამოფხიზლებული საკუთარი ბირთვული მხარდამჭერები დაანარცხებენ” – ლელა ჯეჯელავა
პარალელი