„უძრავი ქონებები, მათ შორის, ბინა ესპანეთში, 3 ავტომანქანა, ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები“ – რა ქონებები ჩამოართვეს მიქაუტაძეს — Cnoba
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და რომეო მიქაუტაძე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. მოგეხსენებათ, მას ბრალი ედებოდა სხვადასხვა კორუფციულ დანაშაულში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. სასჯელის სახით მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე ჩამოერთვა სხვადასხვა ქონება – უძრავი ქონებები, მათ შორის, ესპანეთში მდებარე ბინა, 3 ავტომანქანა, ასევე ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები. გარდა ამისა, ჩამოერთვა შპს “ნახიდურჰესში” 15%-იანი წილი, რომლის ღირებულებაც იმ პირობებში რომ ჯერ ჰესი ამუშავებული არ არის, 1 500 000 ლარს შეადგენს. უძრავ ქონებებში ასევე შედის წეროვანის ქონებაც”, – განაცხადა რომეო მიქაუტაძის საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ. ჟურნალისტების… The post „უძრავი ქონებები, მათ შორის, ბინა ესპანეთში, 3 ავტომანქანა, ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები“ – რა ქონებები ჩამოართვეს მიქაუტაძეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.