მგონია, რომ ამ დანაკარგით და სიცარიელით შევიშლები. ბოლომდე ვერავინ ვიაზრებთ, რა მოხდა – მარიამ ბეროძე — Cnoba
MegaTV
სიახლე
16 Mar 2026, 08:56
“როგორც კი ფიქრსა და რეალობის გაანალიზებას ვიწყებ, მაშინვე ვაჩერებ ჩემს თავს, თორემ მომენტებში მგონია, რომ ამ დანაკარგით და სიცარიელით შევიშლები. ახლა ყველანი ეგრე ვართ, მგონი, რომ ბოლომდე ვერავინ ვიაზრებთ, რა მოხდა. ნაცნობ გზებს რომ მივუყვები ქუთაისიდან და მოწამეთისკენ ვუხვევთ, ისევ მგონია, რომ სახლისკენ მივდივარ; ამდენი სირბილით და ფიქრით დაღლას რომ ვგრძნობ, მგონია, რომ აი, სახლში […]
“როგორც კი ფიქრსა და რეალობის გაანალიზებას ვიწყებ, მაშინვე ვაჩერებ ჩემს თავს, თორემ მომენტებში მგონია, რომ ამ დანაკარგით და სიცარიელით შევიშლები.
ახლა ყველანი ეგრე ვართ, მგონი, რომ ბოლომდე ვერავინ ვიაზრებთ, რა მოხდა.
ნაცნობ გზებს რომ მივუყვები ქუთაისიდან და მოწამეთისკენ ვუხვევთ, ისევ მგონია, რომ სახლისკენ მივდივარ; ამდენი სირბილით და ფიქრით დაღლას რომ ვგრძნობ, მგონია, რომ აი, სახლში მივალ და ჩემს საწოლზე წამოვწვები;
ჩემი ბავშვობიდან ნაგროვები წიგნები, სკოლიდან შემორჩენილი წერილები, ნახატები, ჩემი ოთახის სუნი… მერე კიდევ ათასი ნივთი მახსენდება ყოველდღე, რაც იქაა და აქამდე არასდროს გამხსენებია.
რაცაა ეგაა, ვერაფერს იზამ.
დაუჯერებელია, რომ ადამიანები გადარჩნენ, გული მიჩუყდება, რომ ერთმანეთი გადაარჩინეს, ზემოდან ქვემოთ მეზობლები ერთმანეთს ეძახდნენ და ურეკავდნენ. ამას რომ წარმოვიდგენ, ვიყინები და თან რა ბედნიერებაა, რომ ამის დრო ჰქონდათ, თუნდაც ის 3 და 5 წუთი, სანამ მიწა შეჭამდა ყველაფერს.” – წერს სოციალურ ქსელში მარიამ ბეროძე.
ცნობისთვის, სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს გამთენიისას ჩამოწვა. დაზიანებულია 58 ჰექტარი ფართობის მიწა. მეწყერმა 15-მდე სახლი მოიყოლა, თუმცა უწყვეტი მეწყრული პროცესის გამო სახლების ნგრევა გრძელდება. სოფლიდან მაშველებმა 45 უჯახი უვნებლად გამოიყვანეს, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ადგილობრივები ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში იმყოფებიან. ოჯახები გეოლოგების დასკვნას ელოდებიან, რომელიც, როგორც ცნობილია, რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს.