მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 16 Mar 2026, 08:05

თემქაზე მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთს პროკურატურა მფარველობს, რადგან მისი მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია. კუპატაძის ინფორმაციით, სწორედ მერაბ მალანიას ვაჟი ფიგურირებს გიგა ავალიანის მკვლელობის დაგეგმვაში. როგორც სანდო წყაროებიდან ვიცი, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ნია იმნაძის და გიორგი მალანიას დაჭერის თაობაზე. ჩემი ვარაუდით, ეს არის […] The post მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს appeared first on ODISHINEWS.

თემქაზე მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთს პროკურატურა მფარველობს, რადგან მისი მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანია.

კუპატაძის ინფორმაციით, სწორედ მერაბ მალანიას ვაჟი ფიგურირებს გიგა ავალიანის მკვლელობის დაგეგმვაში.

როგორც სანდო წყაროებიდან ვიცი, უჭირთ გადაწყვეტილების მიღება ნია იმნაძის და გიორგი მალანიას დაჭერის თაობაზე. ჩემი ვარაუდით, ეს არის მერაბ მალანიას გამო. პროკურატურა იბრძოლა გიორგი მალანიას წინააღმდეგ, რატომ შეიცვალა გეზი პროკურატურამ, იმიტომ რომ მალანიამ თავისი გავლენები გამოიყენა. მიფრთხილდი მერაბ მალანია, შენი შვილია რის მკვლელი, დაიხიე უკან, მიათრიე ეგ შენი მკვლელი შვილი პროკურატურაში. გიორგი მალანიამ მიიღო გიგა ავალიანის მკვლელობის დაგეგმვაში მონაწილეობა, ის არის სავარაუდო ბრალდებული. მანამ, სანამ ყველა სავარაუდო ბრალდებული არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, ეკა კუპატაძე არ გაჩერდება, – ამბობს ის.

მოკლული მასწავლებლის დედა საქმეში ახალ გარემოებებზეც საუბრობს. კუპატაძე ამბობს, რომ საქმეს დაემატა 5 ახალი ტომი, რადგან, მისი ინფორმაციით, ბრალდებულების საპატიმრო დაწესებულებაში და ასევე მათ საცხოვრებელ სალში დამონტაჟებული იყო ჩამწერი მოწყობილებები და დამატებითი ახალი ჩანაწერები უკვე წარმოდგენილია სასამართლოში.

მოსასმენები იყო დამონტაჟებული აბსოლუტურად ყველა მკვლელის ოჯახში, ასევე ბრალდებული ბიჭების საკნებშიც. ის თუ რა ინფორმაცია ამოიღეს იქიდან, მე არ ვიცი, რადგან ჯერ არ მაქვს საქმის მასალები. 5 ტომი დაემატა, ჯამში არის 30 ტომი. რამდენადაც ვიცი, ადვოკატისგან, ტომებით შეიტანეს ამოღებული მასალები სასამართლოში, – აცხადებს ეკა კუპატაძე.

მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ერთ არასრულწლოვან გოგონაზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, აღნიშნულ დანაშაულზე ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა არც მან ითანამშრომლა გამოძიებასთან.

ეკა კუპატაძე გოგონას და მის ოჯახს მიმართავს, რომ ის დაუყოვნებლივ მივიდეს პროკურატურაში და გამომძიებელბს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.

მივმართავ მშობლებს, წაიყვანეთ თქვენი შვილი პროკურატურაში და მიაცემინეთ ჩვენება, – ამბობს ის.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს – დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.

The post მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური