შვილებზე ძალადობისთვის 2005 წელს დაბადებული პირი დააკავეს — Cnoba

MegaTV სიახლე 16 Mar 2026, 06:36

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა. „სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა […]

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2005 წელს დაბადებული ს.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 და 2024 წელს დაბადებულ შვილებზე სისტემატურად ძალადობდა.

„სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით  მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.


რელევანტური