ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – მთელი ღამის განმავლობაში, ლიბანის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა — Cnoba

GuriaNews სიახლე 16 Mar 2026, 06:28

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში, აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. სამიზნე გახდა გაერთიანებული ერების სამი სხვადასხვა ბაზა. თავს დაესხნენ ქვეყანაში მყოფ სამშვიდობოებსაც. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მისიებს ცეცხლი, სავარაუდოდ, არა არმიის, არამედ სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. დრონით თავდასხმა მოხდა ქუვეითში, ამერიკისა და იტალიის სამხედრო ბაზაზე. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაშავდა […] The post ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – მთელი ღამის განმავლობაში, ლიბანის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა appeared first on გურია ნიუსი.

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში, აფეთქებების ხმა ისმოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. სამიზნე გახდა გაერთიანებული ერების სამი სხვადასხვა ბაზა. თავს დაესხნენ ქვეყანაში მყოფ სამშვიდობოებსაც. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, მისიებს ცეცხლი, სავარაუდოდ, არა არმიის, არამედ სხვა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს.

დრონით თავდასხმა მოხდა ქუვეითში, ამერიკისა და იტალიის სამხედრო ბაზაზე. ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, დაშავდა 5 ადამიანი. მუშაობა ამ დრომდე შეჩერებულია დუბაის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად, დაზიანდა საწვავის ავზი, გაჩნდა ხანძარი.

ირანში გათიშულია კავშირი მთავარ სატელეკომუნიკაციო ქსელთან. მოსახლეობა, უკვე 16 დღეა, ინტერნეტის გარეშეა.

The post ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება – მთელი ღამის განმავლობაში, ლიბანის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური