სააგენტო "პარალელი"
“ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით და მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით” – შალვა პაპუაშვილი
ტვ “იმედზე”, “ღია ეთერში”, ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები გააკეთა საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა:
“ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით და მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით, გასცდა თავის მანდატს და საბოლოო ჯამში, არის კარგი მაგალითი, თუ როგორ გამოიყენება სხვადასხვა საერთაშორისო ინსტრუმენტი სხვადასხვა ქვეყნის მხრიდან საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
ორი დღით იყო ადამიანი ჩამოსული, რომელსაც საქართველოსთან არანაირი პროფესიული კავშირი არ ჰქონია, თუმცა გვეუბნებიან, რომ 100-გვერდიანი დასკვნა დაწერა – დაწყებული, როგორც ის ეძახის, წამების საკითხებითა და დასრულებული უმაღლესი განათლების რეფორმით.
როგორც ირკვევა, ეს ექსპერტი პირდაპირ არის დაკავშირებული პოლონეთის მთავრობასთან, ხოლო პოლონეთის მთავრობის პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ჩვენ ვიცით.
ასევე, ვიცით ჩვენ პოლონეთის მთავრობის ნდობით აღჭურვილი ექიმები რომ იყვნენ ჩამოსულები მიხეილ სააკაშვილთან და უჩუმრად, წინდით გაჰქონდათ ნიმუშები.
ასე, რომ ესეც ცალკე საკითხია, რომელიც ეჭვს იწვევს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
“ვნახეთ დოკუმენტი, რომელიც სავსეა ცილისწამებით და მონაყოლზე, ჭორზე დაფუძნებული დასკვნებით” – შალვა პაპუაშვილი
პარალელი