“ივანიშვილი უკვე ხვდება რომ ვეღარ გაქაჩავს და გეტყვით, რას იზამს” – გიორგი მუხიგულაშვილი — Cnoba

GuriaNews სიახლე 15 Mar 2026, 08:20

“ეუთოს დასკვნის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტშიც გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში ბიძინა. ხოდა, რა მინდა გითხრათ – ბოლომდე ებღაუჭება, მაგრამ უკვე ხვდება რომ ვეღარ გაქაჩავს და გეტყვით, რას იზამს _ თავის გადასარჩენად გაწირავს ყველას: პირველ რიგში, შსს-ს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს (ახია მაგათზე) მეორე რიგში გაწირავს პარლამენტარებს და საპირისპიროდ დააწყებინებს საუბარს, საკუთარ ნაბოდვრებს უკან შეაჭმევს. თავზე […] The post “ივანიშვილი უკვე ხვდება რომ ვეღარ გაქაჩავს და გეტყვით, რას იზამს” – გიორგი მუხიგულაშვილი appeared first on გურია ნიუსი.

“ეუთოს დასკვნის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტშიც გაატარეს კრიტიკის ქარცეცხლში ბიძინა. ხოდა, რა მინდა გითხრათ – ბოლომდე ებღაუჭება, მაგრამ უკვე ხვდება რომ ვეღარ გაქაჩავს და გეტყვით, რას იზამს _ 

თავის გადასარჩენად გაწირავს ყველას:

პირველ რიგში, შსს-ს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს (ახია მაგათზე)

მეორე რიგში გაწირავს პარლამენტარებს და საპირისპიროდ დააწყებინებს საუბარს, საკუთარ ნაბოდვრებს უკან შეაჭმევს.

თავზე ლაფს გადაასხმევინებს საპარლამენტო გუნდს მეცხრედ ან მეათედ, – რა პრობლემაა?

აუვილებლად გამოძებნის პირებს ვისაც გადააბრალებს ამ ყველაფერს და მაქსიმალურად დასჯის + შავი პიარი: ვაჟა სირაძე დიფ სთეითისგან თუ არა, მასონებისგან მართული იქნება და ვახო გომელაური ტრამპის სიძის მძღოლის აგენტი.

მჩხიბავებთან კონსულტაციები არ აკლია ბიძინიას, მაგრამ მისი ფანტაზია მაინც ვერა და ვერ გასცდა 90-იანი წლების რუსული კრიმინალის მენტალობას.

საბოლოოდ სირაძეს და კიდევ რამოდენიმე მოქმედ ან ყოფილ ჩინოვნიკს მოუწევს ბიძინას განტევების ვაცად ყოფნა და წლების მანძილზე თმის ჟელეს გარეშე ცხოვრება.

რამოდენიმე ინტერვიუში ვაფრთხილებდი შსს-ს თანამშრომლებს რომ ბიძინა გიხმართ და გადაგაგდებთ-თქო მაგრამ აი, ეხლა გადაგდება სანატრელი გაგიხდებათ, რადგან უფროსი საკუთარი თავის და ფულის გადასარჩენად უბრალოდ გაგყიდით თუ უკვე გაყიდულები არ ხართ.
PS: პლიუს ამას დაემატება 64 ყოფილი და მოქმედი შსს-ს თანამშრომლების სანქცირება და ეს უცებ “აბლატავებული” თმის ჟელეიანი ტიპები დარჩებიან ცხოვრებადანგრეულები.

ღმერთო, მადლობა რომ ქართული ოცნების ჩინოვნიკებზე ბევრად ნაკლები პრობლემები მაქვს ცხოვრებაში”, _ წერს სოციელურ ქსელში სამოქალქო აქტივისტი გიორგი მუხიგულაშვილი.

The post “ივანიშვილი უკვე ხვდება რომ ვეღარ გაქაჩავს და გეტყვით, რას იზამს” – გიორგი მუხიგულაშვილი appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური